სამცხე–ჯავახეთი. 8 ნოემბერს, ასოციაცია „ტოლერანტმა” საზოგადოებას პროექტის – „პირობითი მსჯავრდებული (პრობაციონერი) ახალგაზრდების რესოციალიზაციის ხელშეწყობა სამცხე-ჯავახეთში" – პირველადი შედეგები გააცნო.
„ტოლერანტი” პროექტს, მიმდინარე წლის იანვრიდან, ევროკავშირის დაფინანსებით ახორციელებს. მისი მიზანი პრობაციონერი ახალგაზრდების საზოგადოებაში რესოციალიზაცია და
დახმარებაა.
სტუმრებს პროექტის შესახებ პროექტის დირექტორი, ასოციაცია „ტოლერანტის” თავმჯდომარე ცირა მესხიშვილი, პროექტში ჩართული თანამშრომლები ესაუბრნენ.
ცირა მესხიშვილის თქმით, პროექტის ფარგლებში სამცხე-ჯავახეთში აღრიცხული 460 პრობაციონერიდან 60-მა სხვადასხვა დაწესებულებებში გადამზადების კურსები გაიარა.
შეხვედრის დასასრულს მეხუთე საჯარო სკოლის აქტიურ მოხალისე მოსწავლეებს, რომლებიც ორგანიზაციას
ეხმარებოდნენ,
„ტოლერანტმა" საჩუქრად ფოტოაპარატი გადასცა.
პროექტის პარტნიორია სამოქალაქო განათლების განვითარების მულტიეთნიკური რესურსცენტრი და ასოცირებული პარტნიორი საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების ეროვნული სააგენტო.