en
ge

ომბუდსმენი მიესალმება 2015 წლის ქალთა წლად გამოცხადებას

თბილისი. სახალხო დამცველი მიესალმება და უერთდება პრეზიდენტის ინიციატივას, რომელიც 2015 წლის ქალთა წლად გამოცხადებას ითვალისწინებს. „უკანასკნელ პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა, რაც ქალთა მკვლელობების 20–ზე მეტ შემთხვევას უკავშირდება, კიდევ ერთხელ დაგვანახა ქალთა უფლებების დაცვის კუთხით სახელმწიფოს მხრიდან გასატარებელი ზომების აუცილებლობა. ქალთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებისაკენ გადადგმული არაერთი ნაბიჯის მიუხედავად, გენდერული თანასწორობის მიღწევა კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. ეს ინიციატივა კიდევ უფრო გააძლიერებს საზოგადოების ინტერესს და წინ წამოწევს საკითხის მნიშვნელობას; კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქალთა როლი თანასწორობის პრინციპების დამკვიდრებაში და რა წვლილი შეაქვთ მათ ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე", ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.
სრულად...
წყარო: ombudsman.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)