en
ge

ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი პლატფორმის დასაარსებლად ორგანიზაციებს იწვევს

თბილისი. ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი ბიუჯეტის გამჭვირვალობის საკითხებზე მომუშავე პლატფორმის დასაარსებლად საზოგადოებრივი ორგანიზაციების განაცხადების მიღებას იწყებს. პლატფორმის შექმნა მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შორის კოორდინაციის გაძლიერებას საქართველოში სახელმწიფო სახსრების მართვისა და ბიუჯეტის გამჭვირვალობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით საერთო პოზიციის ჩამოყალიბებისა და ამ საკითხებზე დიალოგში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაზრდის მიზნით. პლატფორმის წევრები შეიკრიბებიან ორ თვეში ერთხელ მაინც (ფორმალური მოთხოვნა), რათა მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით გამართონ დისკუსიები, განსაზღვრონ ადვოკატირების სტრატეგია და გააერთიანონ სამოქალაქო საზოგადოების ძალისხმევა სახელმწიფო ხარჯების მონიტორინგის მიმართულებით.
პლატფორმაში გაწევრიანების მსურველი საზოგადოებრივი ორგანიზაცია უნდა იყოს საქართველოში რეგისტრირებული, სულ მცირე ერთი წლის მანძილზე მუშაობის გამოცდილების მქონე ორგანიზაცია, რომელიც დაინტერესებულია ბიუჯეტის ხარჯვის მონიტორინგის, ბიუჯეტის გამჭვირვალობის ან სახელმწიფო სახსრების ფინანსური მართვის საკითხებით.
სრულად...
წყარო: www.epfound.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)