en
ge

შეხვედრა ბავშვთა ზრუნვის საკითხებზე

შეხვედრა ბავშვთა ზრუნვის საკითხებზე
კახეთი. დღეს, თელავში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ ბავშვზე ზრუნვის ალტერნატიული მომსახურებების საჭიროებათა კვლევის პრეზენტაცია გაიმართა. საერთაშორისო ორგანიზაციამ „ევრიჩაილდმაЭ და მისმა პარტნიორმა ორგანიზაციებმა მინდობით აღზრდის, მცირე საოჯახო ტიპის სახლებისა და დღის ცენტრების საჭიროებათა კვლევის შედეგები წარადგინეს. საჭიროებათა კვლევა „ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხებში ჩართულობის ხელშეწყობის" პროექტის ფარგლებში ჩატარდა, რომელსაც ევროკავშირი აფინანსებს და „ევრიჩაილდი" ახორციელებს. ეს პირველი შეფასებაა, რომელმაც დეინსტიტუციონალიზაციის რეფორმის ფარგლებში მოქმედი ბავშვზე ზრუნვის სამივე სახის ალტერნატიული მომსახურება მოიცვა. კვლევის შედეგების საფუძველზე პროექტის 11-მა პარტნიორმა ორგანიზაციამ ერთობლივად შეიმუშავა რიგი რეკომენდაციები, რომლებიც სისტემურ-სტრუქტურულ, ადმინისტრაციულ, ჯანდაცვის, განათლების, დაფინანსებისა და შესაძლებლობების განვითარების სფეროებს ეხება.

შეხვედრას ადგილობრივი მუნიციპალიტეტების, ხელისუფლების, შესაბამისი სამთავრობო უწყებების, ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში მომუშავე არასამთავრობო, სათემო ორგანიზაციებისა და მასმედიის წარმომადგენლები დაესწრებიან.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)