თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა ფილმი - „ისლამი და მედიახატები" გამოაქვეყნა. „უკანასკნელი 2 წლის მანძილზე არაერთხელ გამოვლინდა მუსლიმი თემისადმი რელიგიური შეუწყნარებლობისა და ძალადობის შემთხვევა. ბოლოს, ასეთი ფაქტი რამდენიმე თვის წინ, ადიგენის რაიონის, სოფელ მოხეში მოხდა.
...ხელისუფლება კი აღნიშნული საკითხების მიმართ გულგრილია და ხშირად დომინანტი რელიგიური ჯგუფის, მართლმადიდებლების დამცველად გვევლინება.
ეს ყოველივე კი, ნოყიერ ნიადაგს ქმნის ქართულ საზოგადოებაში ისლამოფობიური განწყობებისათვის, რაც ქართველი მუსლიმების მიმართ სტერეოტიპული ხედვების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
ფილმი
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში