en
ge

გენდერული თანასწორობა და საზოგადოება

შიდა ქართლი. 22 იანვარს „კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრთან" არსებულმა გორის ახალგაზრდული ცენტრმა გორის რაიონის სოფელ ახალდაბის სკოლაში ჩაატარა თანატოლგანმანათლებელთა ტრენინგი თემაზე - „გენდერული თანასწორობა და საზოგადოება". ტრენინგის მიზანი იყო საზოგადოებაში და ახალგაზრდა თაობაში მაქსიმალური ყურადღების მიპყრობა გენდერულ თანასწორობაზე,
ტრენინგის მონაწილეებმა თემისადმი დიდი ინტერესი გამოიჩინეს და იგი ჩატარდა მოსწავლეთა მაქსიმალური ჩართულობით. ასევე, პროექტს შემოუერთდა რამდენიმე ახალი მოხალისე მოზარდი, რომლებიც მიიღებენ მონაწილეობას პროექტის ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებში.
აქტივობა გაიმართა „ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქრთველოში" პროექტის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით. გორში პროექტის პარტნიორი ორგანიზაციაა „კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრი".

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023