en
ge

სამოქალაქო კლუბების წევრების ვიზიტი თბილისის საქალაქო სასამართლოში

შიდა ქართლი. 8 ნოემბერს  შიდა ქართლის სამოქალაქო კლუბის წევრები სამოქალაქო საქმეთა  კოლეგიის ბიუროს უფროსის ქალბატონ მარიამ ცქიფურიშვილის მიწვევით თბილისის საქალაქო სასამართლოს ეწვივნენ. სასწავლო ვიზიტი განხორციელდა  „სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების" პროგრამის ფარგლებში და მიზანად ისახავდა   სასამართლოს სტრუქტურის და მისი საქმიანობის გაცნობას. 
შიდა ქართლის მოსწავლეებს მასპინძლობა მარიამ ცქიფურიშვილიმა და ილია დევიძემ გაუწიეს,  მათ მოკლე ექსკურსია ჩაუტარეს  და  დაათვალიერებინეს სხდომათა დარბაზები, ნაფიც მსაჯულთა სათათბირო ოთახი, აუხსნეს, რა განსხვავებაა მცირე და დიდი ზომის დარბაზებს შორის, როგორ ხდება ნაფიცი მსაჯულების შერჩევა და  რა ვალდებულებები აქვთ მათ. მოსწავლეებმა ასევე მოინახულეს  ადმინისტრაციის, თითოეული ბიუროსა და კოლეგიის, დაცვის მხარეთა სამუშაო ოთახები. შემდგომ ვიზიტორებმა საკონფერენციაო დარბაზში გადაინაცვლეს,  სადაც ბავშვებს ესაუბრნენ მათთვის საინტერესეო საკითხებზე: სასამართლო მოწყობის პრინციპებზე, სასამართლოს ადმინისტრაციის საქმიანობის, ბიუროების საქმიანობის და კოლეგიალური დაყოფის შესახებ, ასევე,  მოსწავლეებს მიაწოდეს  ამომწურავი ინფორმაცია მოსამართლისა და ადვოკატის ვალდებულებებზე, იუსტიციის სკოლასა და სტაჟირების პროგრამაზე. 
სამოქალაქო კლუბის წევრები სასამართლო პროცესაც დაესწრნენ, სადაც იხილებოდა სამოქალაქო დავა ზიანის ანაზღაურების საკითხზე.
სამოქალაქო კლუბებმა ქალბატონი მარიამისგან საჩუქრად სამოქალაქო განათლების ლექსიკონი  და შემდგომში ნაფიცი მსაჯულების შერჩევის პროცესზე დასასწრებად მოწვევა მიიღეს.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა  საქართველოში  (მაისი 2024-ივლისი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)