en
ge

საიამ ევროპულ სასამართლოს მიმართა

თბილისი. საიამ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ევროპულ სასამართლოს მიმართა სალომე ჯორბენაძის საქმეზე. „19 წლის სალომე ჯორბენაძე, 2014 წლის 25 ივლისს, ზესტაფონში მდებარე პარკში მოკლეს. მკვლელობაში ბრალდებული მისი ყოფილი ქმარი, ზესტაფონის რაიონული სამმართველოს თანამშრომელი, სერგი საცერაძეა, რომელმაც სალომე სამსახურებრივი-საშტატო იარაღით მოკლა", ნათქვამია საიას ვებგვერდზე.
საიას საჩივარი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ევროპული კონვენციის მე-2 (სიცოცხლის უფლება), მე-3 (წამების აკრძალვა), მე-8 (პირადი ცხოვრების დაცულობა) და მე-14 (დისკრიმინაციის აკრძალვა) მუხლებს ეფუძნება. საქმე, წარმატებით დასრულების შემთხვევაში, პირველი პრეცედენტი იქნება, რომელსაც ევროპული სასამართლო ქალთა მიმართ ძალადობის საკითხზე საქართველოსთან მიმართებით განიხილავს.
სრულად...
წყარო: gyla.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)