en
ge

სამართლიანი არჩევნები გიორგი მარგველაშვილს მიმართავს

თბილისი. „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" ეხმიანება განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებას, სადაც მინისტრი ამბობს, რომ „სხვადასხვა დროს, სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებიდან გათავისუფლებული პირების საქმის შესწავლის მიზნით სამინისტროში სპეციალური კომისია შეიქმნება და აღნიშნული დავების განხილვაში უშუალოდ განათლებისა და მეცნიერების მინისტრი იქნება ჩართული". 
„სამართლიანი არჩევნები" მინისტრს აწვდის სიას საგანმანათლებლო დაწესებულებიდან  სავარაუდოდ პოლიტიკური მოტივით გათავისუფლებული იმ პირების შესახებ, რომლებიც „სამართლიანმა არჩევნებმა"  2012 წელს წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგის ფარგლებში შეისწავლა და საჯარო გახადა. 
„სამართლიანი არჩევნები" იმედს გამოთქვამს, რომ კომისია ყურადღებით შეისწავლის პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლებულ პედაგოგებთან დაკავშირებულ  გარემოებებს და შესაბამისად, მათი გათავისუფლების პოლიტიკური მოტივის გამოკვეთის შემთხვევაში აღადგენენ პირვანდელ პოზიციაზე" – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში
განცხადება 
წყარო: „სამართლიანი არჩევნების" გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა  საქართველოში  (მაისი 2024-ივლისი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)