en
ge

დებატების ტურნირის ფინალი თელავში

კახეთი. 9 ნოემბერს თელავში ჩატარდა დებატების ფინალური ტურნირი, რომელშიც მონაწილეობდნენ დებატების კონკურსში გამარჯვებული სასკოლო სამოქალაქო კლუბები კახეთის 8 მუნიციპალიტეტიდან. გამარჯვებული სკოლები ფინალში ერთმანეთს შეეჯიბრნენ კახეთის ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად. დებატები გაიმართა შემდეგ თემებზე: უსაფრთხო სკოლა, ბავშვთა უფლებები, საგამოცდო რეფორმა. დებატებში საბოლოო გამარჯვება მოიპოვა ახმეტის მუნიციპალიტეტის #2 საჯარო სკოლის გუნდმა.
დებატების ტურნირი გასული სასწავლო წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, მასში მონაწილეობდა კახეთში სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის პარტნიორი 57 სკოლა. ტურნირის განმავლობაში და ფინალურ თამაშში მონაწილეობა მიიღეს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლებმა.
ფინალური  შეხვედრის ბოლოს თითოეულ გუნდს გადაეცათ თასი და სერთიფიკატი, ხოლო საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლებმა მოსწავლეებს საჩუქრად სამოქალაქო განათლების ლექსიკონები გადასცეს. 
სრულად
წყარო: civics.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)