გურია. გენდერულმა საკონსულტაციო საბჭომ, ფონდ ,,სოხუმმა" და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ გენდერის არსსა და პოლიტიკაზე იმსჯელეს. შეხვედრა გაიმართა ერთობლივი პროექტის - „ახალგაზრდები გენდერული პოლიტიკის ხელშეწყობისთვის” - ფარგლებში. პროექტში ჩართულნი არიან სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები, მათ შორის მე–2 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბი ,, თემი და..."–ს წევრები. შეხვედრაზე დაისახა კონკრეტული მიზნები, მომავალი პროექტები და არჩეულ იქნა ახალგაზრდული ალტერნატიული საკრებულო და ახალგაზრდული გენდერული საკონსულტაციო საბჭო, რომლის წევრებიც ,,თემი და..."–ს წევრები არიან.