en
ge

„რეკლამასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები ეტაპობრივად უნდა განხორციელდეს“

თბილისი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" ბლოგპოსტი - „რეკლამასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები ეტაპობრივად უნდა განხორციელდეს" - გამოაქვეყნა. „2014 წლის ბოლოს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მაუწყებლობის რეკლამის რეგულაციის მიზნით საკანონმდებლო წინადადებით პარლამენტს მიმართა. ...5 თებერვალს პარლამენტმა კანონი მეორე მოსმენით მიიღო. ... ვფიქრობთ, რომ პროცესის გონივრულ ვადებში განხორციელება მიზანშეწონილი იქნება. აუცილებელია, ბიზნესს მიეცეს პროპორციული ვადა ამ რეგულაციის გასაცნობად და საკუთარი ბიზნეს პროცესების მასზე მოსარგებად. ამ კუთხით, ვფიქრობთ, დაუშვებელია ამ რეგულაციის იმ დროს ამოქმედება, როდესაც სამაუწყებლო კომპანიებს უკვე გაფორმებული აქვთ წლიური კონტრაქტები რეკლამის მიწოდებაზე”, ნათქვამია ბლოგპოსტში.
სრულად...
წყარო: transparency.ge



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)