თბილისი. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტის განიხილეს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, 6 თებერვალს გამართულ შეხვედრაზე.
წარმოდგენილი კანონპროექტი მოამზადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ. ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს" ინფორმაციით, იგი ნაწილობრივ ეყრდნობა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შემუშავებულ კანონპროექტს, რომელიც ფონდმა და 16–მა არასამთავრობო ორგანიზაციამ კამპანიის „თვითმმართველობის დროა" – ფარგლებში მოამზადეს და 24 დეკემბერს წარუდგინეს სამინისტროს.
„თვითმმართველობის კოდექსში" შესატანი ცვლილებები ითვალისწინებს თვითმმართველობაში მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმების გაუმჯობესებასა და მონაწილეობის ახალი ფორმების დანერგვას.
წყარო: ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს" ვებგვერდი სოციალურ ქსელში