en
ge

საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმი

თბილისი. სასტუმრო თბილისი მერიოტში, ოფიციალურად გაიხსნა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული ორდღიანი საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმი „ახალი სოციალური და ეკონომიკური განვითარების სტრატეგია - საქართველო 2020". 
14 უცხოელი მკვლევარი, რომლებიც საქართველოსა და აღმოსავლეთ ევროპის საკითხებს იკვლევენ, საქართველოს  სპეციალურად აღნიშნულ სამეცნიერო ფორუმში მონაწილეობის მისაღებად ეწვივნენ.
ფორუმის ძირითადი თემებია სტრატეგიული განვითარების დოკუმენტების იმპლემენტაცია, როგორც მდგრადი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების საშუალება პოსტ-საბჭოთა სივრცის ქვეყნებისთვის, საქართველოს რეგიონული უსაფრთხოება და ენერგო გამოწვევები 2020 წლისთვის და სახელმწიფოს მშენებლობის პროცესის მიმდინარეობა საქართველოში და მისი გავლენა საქართველო 2020-ის მიზნების მიღწევადობაზე.
ხვალ, დღის მეორე ნახევარში, დამსწრეთათვის ფორუმი ღია იქნება.
ფორუმის სრული განრიგი...
წყარო: idfi.ge



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)