სამცხე–ჯავახეთი. ადგილობრივი სკოლების სამოქალაქო კლუბის წევრები კონკურსისთვის ემზადებიან. სამოქალაქო თემაზე შექმნილი ბლოგების კონკურსი საქართველოს უნივერსიტეტის თვითმმართველმა კლუბმა „free ug club" ph international-ის ხელშეწყობით ახლახანს გამოაცხადა.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის მონაწილე სკოლების მეცხრე–მეთორმეტე კლასის მოსწავლეებს.
კონკურსის ნომინაციებია: ახალგაზრდა ომბუცმენი, ახალგაზრდა მოხალისე, მოქალაქე ჟურნალისტი, ჯანსაღი ცხოვრების ადვოკატი, ახალგაზრდა განმანათლებელი და სხვ.
ჟიურის მიერ გამოთქმული ყოველთვიური შეფასებები შეჯერდება დეკემბრში, რის შემდეგაც გამოვლინდებიან გამარჯვებულები.