en
ge

ტრენინგი მრჩევლებისთვის გენდერული თანასწორობის საკითხებში

კახეთი. თელავში, ლოპოტაზე, გენდერული თანასწორობის საკითხში მრჩევლებისთვის სამდღიანი სასწავლო სემინარი პროექტის - „გენდერული ინსტიტუციური მექანიზმის გაძლიერება ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე" ფარგლებში დასრულდა.
დამსწრეებმა მიიღეს ინფორმაცია და განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები როგორიცაა - გენდერული თანასწორობის, გენდერული ინდექსის, ადგილობრივი ბიუჯეტის სტრუქტურის, გენდერული ბიუჯეტირების არსისა და მიზნების და ამ მიმართულებით ადგილობრივი და საერთაშორისო გამოცდილების შესახებ.
სემინარზე ასევე ისაუბრეს მუნიციპალიტეტების გენდერული თანასწორობის საბჭოს უფლებამოსილებასა და ძირითად ამოცანებზე. ასევე, გენდერული თანასწორობის საკითხში მრჩევლის სტატუსსა და უფლებამოსილებაზე, გენდერული ანალიზის ჩატარების მეთოდებსა და სამუშაო გეგმის შედგენაზე.
შეხვედრაზე დრო დაეთმო კანონპროექტს -„გენდერული თანასწორობის კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ" განხილვასაც.
სემინარი ჩატარდა ,,ქალთა საინფორმაციო ცენტრისა" და ბრიტანული საქველმოქმედო ორგანიზაციის ოქსფამის ერთბლივი პროექტის „გენდერული სამართლიანობის ხელშეწყობა ქალთა პოლიტიკური თანამონაწილეობის ხელშეწყობის გზით" ფარგლებში.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)