en
ge

facebook მონიტორინგის მეორე ეტაპის შედეგები

თბილისი. 1 ივლისიდან  ოთხი თვის  მანძილზე,  „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისა" (IDFI) და „პოსტსაბჭოთა კვლევების ცენტრის" (CPSS) ექსპერტთა ჯგუფმა განახორციელა საქართველოს 19 საჯარო დაწესებულების, 10 პოლიტიკური სუბიექტისა და 6 მედია საშუალების ოფიციალური facebook გვერდების მონიტორინგი. კვლევაში წარმოდგენილია სოციალურ ქსელებში არსებული ვითარება 1 ივლისიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით. 
კვლევის მიზანია, გამოიკვეთოს რამდენად ეფექტური კომუნიკაცია არსებობს მოქალაქეებსა და სამთავრობო დაწესებულებებს, პოლიტიკური პარტიებსა და მედია საშუალებებს შორის სოციალური ქსელის გვერდებზე.  ნაშრომში   ყურადღება გამახვილებულია იმაზე, თუ რა როლი აკისრია მოქალაქეებთან კომუნიკაციის საკითხებში სამთავრობო დაწესებულებების, პოლიტიკური პარტიებისა და მედია საშუალებების სოციალურ ქსელ Facebook-ს, რამდენად ეფექტურად ხდება საქმიანობის გაცნობა სოციალური ქსელების საშუალებით; რამდენად ეფექტურად მყარდება კომუნიკაცია Facebook-ის საშუალებით; რამდენად არის მზაობა საქართველოს მოქალაქეებს შორის ჩაერთონ პოლიტიკური დაგეგმვის, დისკუსიისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში და რამდენად მრავალფეროვან აპლიკაციებსა და სერვისებს სთავაზობენ სამთავრობო დაწესებულებები, პოლიტიკური პარტიები და მედია საშუალებები მოქალაქეებს მათი იდეების გასაჟღერებლად. 
კვლევის პირველადი შედეგები გამოქვეყნდა სექტემბერში და იგი მოიცავდა წინასაარჩევნო პერიოდის (ივლისი-აგვისტო)  მონიტორინგის შედეგებს,   
 აღნიშნული ნაშრომი კი მოიცავს როგორც საპარლამენტო კენჭისყრამდე,  ასევე,  თავად კენჭისყრის დღესა და არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგი პერიოდის მონიტორინგის შედეგების შეჯამებას.  
კვლევა – 
სრულად – idfi.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)