იმერეთი. 14 თებერვალს, ქუთაისის ცენტრალურ სკვერში საიას ქუთაისის ფილიალისა და მშვიდობის კორპუსის - საქართველოს მოხალისეების ანა იანგის და ბეტსი ჯენსონის პარტნიორობით ჩატარდება მსოფლიოს მასშტაბის კამპანია: „ერთი მილიარდი ამბოხებული რევოლუციისათვის" (One Bilion Rising Revolution).
ღონისძიების იდეა ივ ენსლერს ეკუთვნის და მისი მიზანი მსოფლიოსთვის ქალთა სოლიდარობისა და საკუთარი უფლებების დაცვისათვის უამრავი ქალის ერთობლივი ძალისხმევის ჩვენებაა.
კამპანიის ფარგლებში გაიმართება შემდეგი აქტივობები:
14:00-14:30 - ცოცხალი მუსიკა Live Band;
15:00-15:15 - ფლეშ-მობი (ღონისძიების ტრადიციული ცეკვა);
15:15-16:00 - ღონისძიების დახურვა
14:00-16:00 - იმ არასამთავრობო ორგანიზაციების გამოფენა, რომლებიც მუშაობენ ადამიანის უფლებების დაცვაზე.
სრულად
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში