en
ge

ეკომიგრაციის საკითხებზე საკოორდინაციო ჯგუფი შეიქმნება

აჭარა. საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ბორჯღალი" 8 – 9 ნოემებრს საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერს, მურმან დუმბაძესა, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრს დავით დარახველიძეს და მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსს ზაზა იმედაშვილს შეხვდა. შეხვედრაზე მათ განიხილეს ეკომიგრანტთა განსახლების პროცესში არსებული პრობლემები და კონკრეტული ღონისძიებები, რომელიც სამომავლოდ უნდა გატარდეს ეკომიგრაციის სფეროში არებული ხარვეზების დასაძლევად.
შეხვედრებზე ასევე შეთანხმდნენ, რომ  შეიქმნება ერთიანი საკოორდინაციო ჯგუფი, რომელშიც ეკომიგრანტთა განსახლებასა და მათ სოციალურ დაცვაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო სტრუქტურების და ამ საკითხზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგებლები გაერთიანდებიან. განსაკუთრებული აქცენტი ეკომიგრანტთა სტატუსის განმსაზღვრელი საკანონმდებლო ინიციატივის მომზადებასა და ეკომიგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის პროექტის შემუშავებაზე გაკეთდება. 
საზოგადოებრივი ორგანიზაცია ,,ბორჯღალი", კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელთან (CENN) თანამშრომლობით, ,,აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის" (EWMI) ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს: ,,ადვოკატირება ეკომიგრანტთა ინტერესებისათვის", რომლის მიზანია საქართველოში ეკომიგრანტთა ინტერესების დაცვა და მათი სოციალურ სამართლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა.
სრულად
წყარო: ecomigration.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)