en
ge

„საზოგადოება და ბანკები“ რეფინანსირების განაკვეთის ზრდის შესახებ

თბილისი. არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკები" რეფინანსირების განაკვეთის ზრდასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ.
„...ვინაიდან ბოლო თვეებია სახეზეა ეროვნული ვალუტის მკვეთრი დევალვაცია და ქვეყანაში მიმდინარე ნეგატიური ეკონომიკური პროცესები, შედეგად დადგა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ზრდის საკითხი. ... იმისთვის, რომ ეროვნული ვალუტის კურსის დროებით დასტაბილურება მაინც მოხდეს, ამ ეტაპისთვის, რეფინანსირების განაკვეთის ზრდა, ჩვენი აზრით, ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ინსტრუმენტებს შორის ყველაზე ოპტიმალურია. მართალია, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ზრდა ეროვნული ვალუტის დასტაბილურებას გამოიწვევს, თუმცა ამას მხოლოდ დროებითი ეფექტი ექნება. თუ არ მოხდა ფუნდამენტური ფაქტორების გამოსწორება, როგორიცაა ინვესტიციების ზრდა, საგარეო სავაჭრო სალდოს გაუმჯობესება და ა.შ. ეროვნული ვალუტის მკვეთრი გაუფასურება ქვეყნის ეკონომიკისთვის კვლავ ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად დარჩება", ნათქვამია განცხადებაში.
სრულად...
წყარო: sab.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)