en
ge

პეტიცია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის ქალ კანდიდატთა მხარდასაჭერად

თბილისი. ქალთა ორგანიზაციები უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის ქალ კანდიდატთა მხარდასაჭერად პეტიციას ავრცელებენ და პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს მიმართავენ.
„...საერთაშორისო ვალდებულებით, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს გენდერული თანასწორობა ხელისუფლების სამივე შტოში. ამჯერად, მინისტრთა კაბინეტის მხოლოდ 3 წევრია ქალი, პარლამენტში კი ქალები დეპუტატთა საერთო რაოდენობის 11%-ს შეადგენენ.
გამომდინარე იქიდან, რომ ისტორიის მანძილზე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე არასოდეს ყოფილა ქალი, გვინდა კიდევ ერთხელ გამოვხატოთ ჩვენი მხარდაჭერა ქალი კანდიდატებისადმი. ვიმედოვნებთ, რომ პრეზიდენტის ხელშეწყობით, სასამართლო სისტემაში გენდერული თანასწორობის მიმართულებით, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგმება და საქართველოში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ქალის დამტკიცების პრეცედენტი შეიქმნება", ნათქვამია პეტიციაში.
სრულად...
წყარო: ginsc.net

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)