en
ge

მემორანდუმი ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის აღსრულების ხელშესაწყობად

თბილისი. სახალხო დამცველმა და ახლადდაფუძნებულმა კოალიციამ თანასწორობისთვის ხელს ხელი მოაწერეს დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.
მემორანდუმის თანახმად, ხელმომწერი ორგანიზაციები ერთად შეეცდებიან ხელი შეუწყონ „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის აღსრულებას, სახალხო დამცველის როლის გაძლიერებას და სასამართლო პრაქტიკის განვითარებას იმისათვის, რომ დისკრიმინაციის მსხვერპლთა უფლებები იყოს დაცული.
დღეიდან ამუშავდა ცხელი ხაზიც, რომელიც მოქალაქეებს უფასო იურიდიულ დახმარებას გაუწევს დისკრიმინაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
„კოალიცია თანასწორობისათვის" ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველოს" მხარდაჭერით დაფუძნდა და ის ხუთ არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს. კოალიციის მიზანია ანტიდისკრიმინაციული კანონის აღსრულების ხელშეწყობა და მისი პრაქტიკული გამოყენების მონიტორინგი.
კოალიციის წევრები არიან: ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი, საფარი, კონსტიტუციის 42-ე მუხლი, იდენტობა.
წყარო: ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს" ვებგვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)