თბილისი. „ინტერნიუსი-საქართველომ" დაიწყო რეგიონალური ტოქშოუების ციკლი „ინფორმირებული ამომრჩეველი", რომელიც მიზნად ისახავს სხვადასხვა ასაკის ამომრჩევლის ინფორმირებას საარჩევნო უფლებების და მოვალეობების შესახებ, რაც თავის მხრივ, ითვალისწინებს არჩევნებში მოქალაქეთა ჩართულობის ზრდის ხელშეწყობას.
პირველი თოქშოუ გაიმართა გორში, 12 თებერვალს. „ინფორმირებული ამომრჩეველი" ტელეკოპმანია „თრიალეთის" პირდაპირ ეთერში საღამოს 19:00 საათზე გავიდა, თემა- არჩევნების დროს მედიის როლი მნიშვნელობა. გადაცემაში ისაუბრეს საარჩევნო საკითხებზე, ობიექტური, მიუკერძოებელი და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდების მნიშვნელობაზე.
გადაცემაში მოწვეულნი იყვნენ ადგილობრივი სადამკვირვებლო და არასამთავრობო ორგანიზაციის თანამშრომლები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და ჟურნალისტები, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულები საარჩევნო პროცესებში. მოწვეულმა სტუმრებმა გამართეს დისკუსია თემის ირგვლივ, ისაუბრეს არსებულ პრობლემებზე და მათ მოგვარების გზებზე.
„ინტერნიუსი - საქართველოს" პროექტი ითვალისწინებს სატელევიზიო, საგანმანათლებლო თოქშოუების მოწყობას კიდევ 6 რეგიონალურ ტელემაუწყებელში.
პროექტი „მედია და ინფორმირებული ამომრჩეველი" დაფინანსებულია საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის მიერ.
სრულად...
წყარო: media.ge