en
ge

გამჭვირვალე დაფინანსების მქონე ანალიტიკური არასამთავრობოების რეიტინგი

არასამთავრობო ორგანიზაცია Transparify–იმ გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც 47 ქვეყანაში მოღვაწე 169 ანალიტიკური არასამთავრობო ორგანიზაციის ფინანსური გამჭვირვალობა არის შეფასებული. არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების შესახებ მათ მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, ორგანიზაციამ შეადგინა რეიტინგი, სადაც გამჭვირვალობის ხარისხის მიხედვით ორგანიზაციებს 0-დან 5 ქულამდე (სადაც „5" „ყველაზე გამჭვირვალეს" ნიშნავს) აქვთ მინიჭებული.
საქართველოდან კვლევისთვის რვა არასამთავრობო ორგანიზაცია შეირჩა, მათ შორის „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო", „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი" (EPRC) და „ჯამპსტარტ ჯორჯია", რომლებიც უმაღლესი ქულით – 5-ით შეფასდნენ.
საერთო ჯამში, 5 ქულა გამჭვირვალობაში 169-დან მხოლოდ 31-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ დაიმსახურა.
სრულად...
წყარო: transparency.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)