en
ge

თელავის გენდერის ცენტრი აქტიურ საინფორმაციო კამპანიას იწყებს

კახეთი. თელავის გენდერის მედია ცენტრში გენდერული სტრატეგიის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა და ადგილობრივ თვითმმართველობაში ქალთა ჩართულობის საკითხებზე იმსჯელეს.
შეხვედრაზე დაიგეგმა გენდერული თანასწორობის შესახებ კამპანია.
მედია ცენტრი აქტიურად ითანამშრომლებს „ვოლდ ვიჟენის" კახეთის ოფისთან და ერთობლივი პროგრამების ფარგლებში სხვადასხვა აქტივობებს განახორციელებენ.
მომავალი კვირიდან კი, ცენტრის საინფორმაციო კამპანიას ახალგაზრდებთან ერთად გენდერის საკითხებზე მომუშავე სხვა ადგილობრივი ორგანიზაციებიც შემოუერთდებიან.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)