კახეთი. საზოგადოებრივ ორგანიზაცია ,,მედია ცენტრ კახეთსა" და გმინა პლუჟნიცას განვითარების ასოციაცია პოლონეთს შორის გურჯაანში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
,,მედია ცენტრი კახეთის" დირექტორის, მაია მამულაშვილის თქმით, ორგანიზაციებს შორის გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, ორგანიზაციები გაცვლიან ინფორმაციას და გაუზიარებენ გამოცდილებას განხორციელებულ და დაგემილ პროექტებზე:
,,ძალიან მნიშნელოვანი ფაქტია მემორანდუმის გაფორმება, რადგან ეს მოიტანს მჭიდრო კონტაქტებს პოლონეთის, პლუჟნიცას ერთ-ერთ ყველაზე ძლერ არასამთავრობო ქსელთან. ინიცირებას გავუწევთ და განვახორციელებთ ერთობლივ პროექტებს სამომავლოდ".
გმინა პლუჟნიცას განვითარების ასოციაციის უფროსის, მიროსლავა ტომაშიკის თქმით კი ისინი მხარს დაუჭერენ სხვადასხვა ინიციატივებს.