en
ge

შეხვედრა თემაზე: „სოფლად სიღარიბის დაძლევის მოდელები“

სამეგრელო. 15 ნოემბერს, 12 საათზე ზუგდიდის საკრებულოს სხდომათა დარბაზში  სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტისა და ოქსფამის ორგანიზებით გაიმართება შეხვედრა თემაზე: „სოფლად სიღარიბის დაძლევის მოდელები”. შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნება ამ ორგანიზაციების მიერ აპრობირებული სოფლად სიღარიბის დაძლევის მოდელების ამსახველი წიგნი და დოკუმენტურ ფილმი. 
სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ძალისხმევით 2007-2012 წლებში სიღარიბის დაძლევის მიმართულებით განხორციელდა პროექტი, რომელიც მოიცავდა საქართველოს 2 რეგიონს(სამეგრელო, აჭარა) და  რომლის მთავარ ამოცანას წარმოადგენდა სიღარიბის დაძლევის ხელშეწყობა. წინასწარ შერჩეულ უკიდურეს სიღარიბეში მყოფ ოჯახებს გადაეცათ საწარმოო კაპიტალი, უტარდებოდათ თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობა მეკარტოფილეობაში, მებოსტნეობაში, მეცხოველეობასა და მეფუტკრეობაში. პარალელურად გაიცემოდა ინდივიდუალური კონსულტაციები და რჩევები. შედეგად გაიზარდა ბენეფიციართა მიერ მიღებული პროდუქციის რაოდენობა და ხარისხი და აქედან გამომდინარე, მათი შემოსავალიც.
ღონისძიებაზე მოწვეული იქნებიან ადგილობრივი ხელისუფლების, რეგიონში მოქმედი საერთაშორისო და ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)