en
ge

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს ახალი ბლოგპოსტი

თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო აქვეყნებს ბლოგს: „სახელმწიფომ მედიკამენტების დოტაციის ნაცვლად აქცენტი სოციალურად დაუცველებზე უნდა გააკეთოს".
„12 თებერვალს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, განაცხადა, რომ თუ პირველადი მოხმარების მედიკამენტებზე ფასები კიდევ უფრო გაიზრდება, სახელმწიფო დოტაციას მიმართავს, რათა ფასები შეინარჩუნოს და, რიგ შემთხვევებში, დაწიოს კიდეც.
ცხადია, მედიკამენტებზე ფასების ზრდის გაგრძელება განსაკუთრებით მძიმე ტვირთად მოსახლეობის სოციალურად დაუცველ ნაწილს დააწვება, თუმცა მიგვაჩნია, რომ მთავრობამ ამ ტვირთის შესამსუბუქებლად დოტაციას არ უნდა მიმართოს. ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია იმის გაგება, თუ რა სახის ჩარევა აქვს დაგეგმილი სამინისტროს მედიკამენტების ბაზარზე, რადგან ამას შესაძლოა გრძელვადიანი უარყოფითი შედეგები მოჰყვეს როგორც ფარმაცევტული ბიზნესის, ასევე – ეკონომიკის სექტორებისათვის. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო" დაუკავშირდა ჯანდაცვის სამინისტროს მეტი ინფორმაციის მისაღებად, თუმცა სამინისტროში განგვიმარტეს, რომ დოტაციის გეგმა ჯერჯერობით არ არსებობს....", ნათქვამია ბლოგში.
სრულად...
წყარო: transparency.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)