აჭარა. 14 ნოემბერს ხანდაზმულთა ასოციაცია ,,ღირსეულ სიბერესა" და ქობულეთის კულტურის ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი. მემორანდუმი ითვალისწინებს ერთობლივი საქმიანი შეხვედრების ორგანიზებას, ახალი პროექტების დაგეგმვა-განხორციელებას, ასევე ზეიმების, ღონისძიებებისა და საქველმოქმედო აქციების გამართვას.
პირველივე შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ასოციაციის მიერ დაგეგმილ საახალწლო ღონისძიებებს ხანდაზმული ბენეფიციარებისთვის ქობულეთის კულტურის ცენტრი უმასპინძლებს.
წყარო: awa.org.ge