აჭარა. 14 ნოემბერს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ახალგაზრდული ორგანიზაციის და თვითმმართველ ქალაქ ბათუმის საკრებულოსთან არსებული „სამოქალაქო მრჩეველთა კომიტეტის" ორგანიზებით გაიმართა საჯარო დისკუსია. დისკუსია გაიმართა თემაზე - „შშმ პირთა, კერძოდ, უსინათლოთა უფლებების დაცვის დონე აჭარის რეგიონში". დისკუსიის მიზანს წარმოადგენდა საზოგადოების ამ სეგმენტის პრობლემების გამოკვეთა, ჯანდაცვის სამინისტროს, მერიის სოციალური დაცვის უზრუნველყოფის სამსახურის, ადგილობრივი სამთავრობო უწყებების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და უსინათლოთა შორის ერთგვარი დიალოგის წარმართვა შშმ პირთა პრობლემების მოგვარების და სხვადასხვა სახის რეკომენდაციების მიღების მიზნით.
შეხვედრას ესწრებოდნენ: უსინათლოთა კავშირის წევრები და თავმჯდომარე, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, მერიის თანამშრომლები, შშმ პირთა უფლებების დაცვის კუთხით მომუშავე საზოგადოებრივი ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლები.