en
ge

დისკუსია თელავში

კახეთი. საზოგადოებრივი გაერთიანება „ბემონის” და აღმოსავლეთ-დასავლეთის შიდსის ფონდის (AFEW, Netherlands) ორგანიზებით თელავში გაიმართა დისკუსია თემაზე: „მეტადონის ჩანაცვლებითი თერაპია და ადვოკატირება”.
შეხვედრას ნარკოტიკების მოხმარების პრობლემებზე მომუშავე თელავის მუნიციპალიტეტის, არასამთავრობო და სამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საზოგადოებრივი გაერთიანება „ბემონის” თელავის ოფისის ხელმძღვანელის, დავით ღონღაძეს თქმით, შეხვედრა მიზნად ისახავდა ნარკოკანონმდებლობასთან დაკავშირებული პრობლემების მიმოხილვას, მეტადონის ჩანაცვლებითი თერაპიის არსებული ვითარების განხილვას, ნარკოტიკების მომხმარებელთა უფლებების დაცვასა და ადვოკატირებასთან დაკავშირებულ საკითხებზე მსჯელობას.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)