en
ge

პროექტი შშმ პირების უფლებების დასაცავად

სამცხე-ჯავახეთი. „ვიცხოვროთ, ვიმუშაოთ, ვიმოქმედოთ ერთად" - ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. პროექტის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვა და ადვოკატირება, ახალციხეში მცხოვრები შშმ პირების სოციალური ინკლუზიის ხელშეწყობა და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება.
შვეიცარიის საელჩოს მიერ დაფინანსებული პროექტი „ვიცხოვროთ, ვიმუშაოთ, ვიმოქმედოთ ერთად" პირველი თებერვლიდან დაიწყო და მას სამცხე–ჯავახეთის ასოციაცია „ტოლერანტი" ახორციელებს.
ასოციაცია „ტოლერანტის" ხელმძღვანელის და პროექტის დირექტორის ცირა მესხიშვილის განმარტებით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ქალაქი ადაპტირებული არ არის. პროექტის ფარგლებში შეიქმნა ადვოკატირების ჯგუფი, რომელსაც ახალციხეში შშმ პირთა მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებების, საჭიროებებისა და არსებული რესურსების შესწავლა, გარემოს მონიტორინგი და ანგარიშისა და რეკომენდაციების მომზადება ევალება.
ადვოკატირების ჯგუფში ჩაერთნენ ინკლუზიურ განათლებაზე მომუშავე პედაგოგები, უნივერსიტეტის და ქალაქის მერიის წარმომადგენლები, შემუშავდება რეკომენდაციები თვითმმართველობის და მმართველობის ორგანოების ჩართულობით.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023