თბილისი. ორგანიზაცია „იდენტობა” გეგმავს დისკუსიის ფასილიტატორის უნარების დაუფლების მიზნით ტრენინგების ციკლს. ორგანიზაცია მონაწილეობის მისაღებად იწვევს 8 დაინტერესებულ პირს. ღონისძიება გაიმართება გეი–სთრეით ალიანსის პროექტის ფარგლებში.
დაინტერესებული პირები გაივლიან გეი–სთრეით ალიანსების მართვის გადასამზადებელ ტრენინგს და შემდეგ დამოუკიდებლად წარუძღვებიან ,,გეი-სთრეით’’ ალიანსის შეხვედრებს ჯერ თანაფასილიტატორის, ხოლო შემდეგ ფასილიტატორის პოზიციაში. შეხვედრების მიზანია ლგბტ ჯგუფების წარმომადგენელთა სოციალური ინტეგრაცია და საზოგადოებში ამ პირთა რეაბილიტაცია.
ტრენინგი ძირითადად განკუთვნილია ფსიქოლოგიის, სოციალური სამუშაოს, პედაგოგიკისა და პროფესიის წარმომადგენლებისთვის, თუმცა, განაცხადის შეტანა და პროექტში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერი პროფესიისა და ასაკის პირს, რომელიც მზად არის, მომავალში ლგბტ პირთა სოციალური ინტეგრაციის საკითხებზე იმუშაოს. პროექტის ფარგლებში შერჩეული ფასილიტატორებისათვის გაწეული სამუშაოსათვის გათვალისწინებულია ფულადი კომპენსაცია.
განაცხადის ფორმის შევსება 2012 წლის 21 ნოემბრამდეა შესაძლებელი
წყარო: identoba.com