en
ge

ქალთა კლუბი – დემოკრატიისა და თანასწორობისთვის

სამცხე–ჯავახეთი. 10 მარტს გენდერული თანასწორობის ქსელმა სამცხე-ჯავახეთში, ასპინძაში ჩაატარა საჯარო დისკუსია, თემაზე: „ქალების გაძლიერება პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის მისაღებად". საჯარო დისკუსიას ესწრებოდნენ: ადგილობრივი თვითმართველობის, პოლიტიკური პარტიების, აქტიური ლიდერი ქალები და სხვადასხვა სოციალური ჯგუფების წარმომადგენლები. გენდერული თანასწორობის ქსელმა ასპინძაში დააფუძნა კლუბი „დემოკრატიისა და თანასწორობისათვის," რომლის საქმიანობა მიმართული იქნება რეგიონში ქალთა პოლიტიკურ გაძლიერებაზე.
გენდერული თანასწორობის ქსელი საქმიანობას ახორციელებს, პროექტის „ქალების მონაწილეობა პოლიტიკური პროცესებში" ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია სსიპ „საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის მიერ”.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)