აჭარა. 15 ნოემბერს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ახალგაზრდული ორგანიზაცია "Art Way"-ის წარმომადგენლები ბათუმის მოხალისეთა კლუბის „ბათუსის" წევრებს და შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ.
შეხვედრა მიზნად ისახავდა პროექტ „რე–ანიმაციის" ფარგელებში დაგეგმილი აქტივობების მონაწილეთა შერჩევას, შეხვედრაზე ისაუბრეს უსინათლოთა უფლებების დაცვასა და მათ წინაშე არსებული პრობლემების გადასაჭრელად ახალგაზრდების მიერ ქალაქის მასშტაბით თეატრალიზირებული აქციების, ფლეშმობების და სხვა აქტივობების გამართვის საკითხებზე..
პროექტში მონაწილეობiს მსურველს შეუძლია პირადი მონაცემები გააგზავნოს ელექტრონული ფოსტით, მისამართზე - ngoartway@gmail.com
მსურველთა რეგისტაცია დაწყებულია, რომელიც გაგრძელდება 25 ნოემბრამდე.