თბილისი. 12 ნოემბერს საქართველოს კარიტასს საქართველოს პირველი ლედი სანდრა რულოვსი ესტუმრა და ორგანიზაციის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამას გაეცნო. სტუმარს შეხვდნენ საქართველოს კარიტასის დირექტორი, პადრე კშისტოვ კოვალი და ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის მენეჯერი, ნონა პირაევა. მათ მოკლედ გააცნეს საქართველოს პირველ ლედის მიმდინარე პროგრამები და სამომავლო გეგმები.
სანდრა რულოვსი უკვე მეორედ ეწვია კარიტასს. იგი შეხვდა ბენეფიციარებს და ერთ–ერთი მათგანი, მუსიკოსი ლიანა მეგრელიძე მიიწვია რადიო „მუზაში" პროფესიულ გამოცდილებასა და კლასიკურ მუსიკაზე სასაუბროთ.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში