სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI) გორში, ქუთაისსა და ბათუმში 16–დან 18 მარტის ჩათვლით გამართავს საინფორმაციო შეხვედრას, სადაც საზოგადოებრივ ორგანიზაციებს მიაწვდის ინფორმაციას შედეგზე ორიენტირებული პროექტის მართვის ახალი პროგრამის შესახებ.
პროგრამა საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს სთავაზობს 5 ტრენინგ მოდულს, რომელიც მოიცავს შემდეგი საკითხების სიღრმისეულ მიმოხილვას: სისტემური ცვლილება; სისტემურ ცვლილებაზე ორიენტირებული პროექტის/პროგრამის დაგეგმვა; ცვლილების ინდიკატორები; პროექტის მართვის ციკლი; მონიტორინგის და შეფასების სისტემა; მონაწილეობითი ფასილიტაცია .
პროგრამაში მონაწილეთა რეგისტრაცია უკვე დაიწყო.
პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია...
ინსტიტუტი ასევე, გააცნობს საზოგადოებრივ ორგანიზაციებს დისტანციური სწავლების ახალ პორტალის (
www.e-learning.ge) შესაძლებლობებსა და სწავლების პირველი ციკლის შედეგებს და დაანონსებს სწავლების მეორე ციკლის გამოცხადებას.
შეხვედრების განრიგი რეგიონებში...
გორი, 16 მარტი, 13:00 საათი, გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი.
ქუთაისი, 17 მარტი, 13:00 საათი, ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი.
ბათუმი, 18 მარტი, 13:00 საათი, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი