აჭარა. 15 ნოემბერს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ასოციაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლისა" და ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ინიციატივით, გაიმართა დისკუსია აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის, არჩილ ხაბაძესა და სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებს შორის. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე პასუხობდა მათ მიერ დასმულ შეკითხვებს.
შეხვედრის მიზანს დემოკრატიული დიალოგის ხელშეწყობა და წარმართვა წარმოადგენდა.
დისკუსია გაიმართა NED–ის (დემოკრატიის მხარდამჭერი ნაციონალური ფონდი) დაფინასებული პროექტის „დემოკრატიული იდეების განვითარების"ფარგლებში.