en
ge

დისკუსია ადრეულ ასაკში ქორწინებაზე

კახეთი. თელავში, ადრეულ ასაკში ქორწინებასა და ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე იმსჯელეს. დისკუსია სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის ინიციატივით ჩატარდა.
სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის უფროსის ეკატერინე სხილაძის თქმით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში საინფორმაციო შეხვედრები მიმდინარეობს, რომლის მთავარ მიზანს ადრეულ ასაკში ქორწინების შედეგებსა და ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს.
,,საინფორმაციო ტიპის შეხვედრების ჩატარება და დისკუსიები სხვადასხვა საკითხებზე მნიშვნელოვანია. განვიხილავთ ადრეული ასაკის ქორწინების შედეგბს, ვსაუბრობთ მისი მოგვარების გზებზე. ვმართავთ შეხვედრებს სერვისის მიმწოდებელ ორგანიზაცებთანაც. თელავში ფუნქციონირებს სახალხო დამცველის წარმომადგენლობითი ოფისი, რომელიც მოსახლეობას შესაბამის მომსახურებას უწევს, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ადრეულ ასაკში ქორწინებასა და ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე მუშაობა და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება იქნება‘’, აცხადებს ეკატერინე სხილაძე.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)