თბილისი. არასამთავრობო ორგანიზაციების „ჟურნალისტთა ქსელის გენდერული თანასწორობისათვის", „ქალთა საინფორმაციო ცენტრის" და საერთაშორისო ორგანიზაციების - IFES, IRI, NDI, NIMD, OXFAM, UNDP, UN WOMEN ორგანიზებით გაიმართა კონფერენცია. იგი მიეძღვნა ქალთა პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობას.
კონფერენციაზე საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის შესახებ საჯარო განცხადებები გააკეთეს. შეხვედრა მიზნად ისახავს პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალთა მონაწილეობის გაზრდას და კანონმდებლობაში განხორცილებული ცვლილებებით გენდერული კვოტირების სისტემის დანერგვას. შეხვედრას მთავრობისა და პარლამენტის წევრები, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ესწრებიან.
წყარო: ქსელის ვებგვერდი სოციალურ ქსელში