en
ge

გამჭვირვალობის ბლოგი პრემიერის განცხადებაზე

თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო აქვეყნებს ბლოგს: „პრემიერმინისტრის განცხადება შესყიდვებთან დაკავშირებით მანკიერ პრაქტიკას ახალისებს".
„...11 მარტს გუბერნატორებთან, გამგებლებთან და მთავრობის წევრებთან შეხვედრისას პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შენიშვნა გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის გამოყოფილი თანხების ათვისება ჯერ კიდევ არ განხორციელებულა და გუბერნატორებს მოუწოდა, საჭიროების შემთხვევაში, გამოაცხადონ გამარტივებული ელექტრონული ტენდერები ან პირდაპირი შესყიდვის (გამარტივებული შესყიდვა) ნებართვა ითხოვონ.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო" მიიჩნევს, რომ მიუღებელია, პრემიერი მოუწოდებდეს სხვა თანამდებობის პირებს შესყიდვები გამარტივებული ელექტრონული ტენდერის და გამარტივებული შესყიდვის მეშვეობით განახორციელონ. ...", ნათქვამია ბლოგში.
სრულად...
წყარო: transparency.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)