en
ge

ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა და აქტივობა

კახეთი. თელავში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ორგანიზებითა და ინიციატივით, ჩატარდა შეხვედრა თემაზე: ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა და აქტიურობა.
დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის კოორდინატორების განცხადებით, ორგანიზაცია ეხმაურება ქალთა ისტორიის თვეს, რომლის ფარგლებშიც ღონისძიება დაიგეგმა: ,,ქალთა ისტორიის თვე მარტში მთელი მსოფლიოს მასშტაბით აღინიშნება, რომელიც მიმართულია ქალების მიღწევების აღნიშვნისა და ამ მიღწევების წახალისებისკენ. ქალთა ისტორიის თვის განმავლობაში ხდება ქალების მიღწევების წარმოჩენა სხვადასხვა სფეროში და მათი მნიშვნელოვანი როლის ხაზგასმა ქვეყნის ისტორიის ფორმირებაში".
შეხვედრაზე ისაუბრეს ქალთა პოლიტიკური მონაწილეობისა და აქტიურობის მნიშვნელობაზე, ამ პროცესში ქალების წინაშე არსებულ სოციალურ და პოლიტიკურ ბარიერებსა და მათი გადალახვის გზებზე, კვოტირების დადებით და უარყოფით მხარეებზე.
შეხვედრას დაესწრნენ აქტიური მოქალაქეები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმოამდგენლები, ასევე თვითმმართველობის ორგანოებისა და პოლიტიკური პარტიის წევრი ქალები.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)