აჭარა. 16 ნოემბერს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) ორგანიზებით ჩატარდა „სამმხრივი ერთობლივი ტრენინგი საქართველოში მოქმედი სოციალური დაცვის სისტემისა და თანამედროვე გენდერული მიმართულებების საკითხებზე". ტრენინგი პროექტის - „ კრიზისიდან ღირსეული და უსაფრთხო შრომისაკენ ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში" – შემადგენელ ნაწილს წარმოადგენდა. რომელიც მიზნად ისახავს შრომის ღირსეული პრინციპების დამკვიდრების ხელშეწყობას, დასაქმების, შრომის უსაფრთხოებისა და სოციალური დაცვის სფეროში. აღნიშნულ ტრენინგში მონაწილეობდნენ: საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები.