თბილისი. 25 მაისს ფონდი "ახალი თბილისის" პრეზენტაცია გაიმართა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. ფონდის წარმომადგენლებმა სტუდენტებსა და დამსწრე აუდიტორიას "ახალი თბილისის" კონცეფცია და განვითარების გეგმა გააცნო."ახალი თბილისი" თბილისის მერიის პროექტია და მისი მიზანია დიღმის ტერიტორიაზე ახალი უბნის, "ახალი თბილისის" მშენებლობა. როგორც ფონდის წარმომადგნლები ამბობენ, პროექტი ავტომატურად გულისხმობს თბილისის ურბანულ გაფართოვებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, ინვესტიციების მოზიდვას და ქალაქის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას. პრეზენტაციის შემდეგ პროექტის შესახებ დამსწრე აუდიტორიამაც იმსჯელა.
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)