en
ge

არასამთავრობო ორგანიზაციები მინისტრს მიმართავენ

სამეგრელო. სხვადასხვა შენობებში უნებართვოდ შესული დევნილების საკითხი განიხილეს 16 ნოემბერს, ორგანიზაცია „დევნილი ქალები საკუთარი უფლებებისათვის" ინიციატივით გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციები, დევნილები და აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის წარმომადგენელი ესწრებოდნენ. ორგანიზაციის „დევნილი ქალები საკუთარი უფლებებისათვის"  ხელმძღვანელის ნონა უბილავას ინფორმაციით „მე თავად დევნილებისგან  მაქვს ინფორმაცია, რომ დადიან და ეძებენ ისეთ შენობებს, სადაც შესახლებას შეძლებენ, სწორედ ამიტომ შევიკრიბეთ აქ, რომ ამ საკითხებზე ვიმსჯელოთ. დევნილებისა და არასამთავრობო სექტორის სახელით ლტოლვილთა მინისტრს, დავით დარახველიძეს უკვე მივმართეთ, თუმცა წერილს ჯერ არავინ გამოხმაურებია". 
აღნიშნული საკითხი, ზუგდიდში მოქმედმა არასამთავრობო სექტორის ნაწილმა ამ კვირაში უკვე მეორედ განიხილა. ისინი  ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის, დავით დარახველიძის ზუგდიდში ჩამსვლას ითხოვენ.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)