en
ge

აქცია „გამოვავლინოთ, ვუმკურნალოთ, დავამარცხოთ ტუბერკულოზი“

თბილისი. 24 მარტს, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ და „საქართველოს კოალიცია ტუბერკულოზის წინააღმდეგ" სოლიდარობის აქცია–მსვლელობა გამართეს ლოზუნგით „გამოვავლინოთ, ვუმკურნალოთ, დავამარცხოთ ტუბერკულოზი". აქციის მიზანს ტუბერკულოზის პრობლემისადმი საზოგადოების ინტერესის გაზრდას და ტუბდაავადებულთა მხარდაჭერას წარმოადგენდა.
აქციაში მონაწილეობა მიიღეს წითელი ჯვრის მოხალისეებმა, საზოგადოებისთვის ცნობადმა სახეებმა, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა, ტუბერკულოზით დაზარალებულმა ადამიანებმა, ღონისძიებაში იყო ჩართული ასევე მოზარდთა სახლი - რომელშიც გაერთიანებულია 21 საჯარო სკოლა, ასევე სტუდენტები და ახალგაზრდებმა.
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება 2008 წლიდან ჩართულია ტუბერკულოზის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში და მის ძირითად მიზანს წარმოადგენს ტუბერკულოზით დაავადებული პაციენტების გაძლიერება, მკურნალობაზე დამყოლობის მხარდაჭერა და ტუბერკულოზითან ასოცირებული სტიგმისა და დისკრიმინაციის შემცირება.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში
 


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)