en
ge

გაეროს ბავშვთა ფონდი არასრულწლოვანი პატიმრების მდგომარეობის შესახებ

თბილისი. გაეროს ბავშვთა ფონდი არასრულწლოვანთა დაწესებულებების მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს. არასრულწლოვანი პატიმრები გაეროს ბავშვთა ფონდთან საუბრისას აღნიშნავენ, რომ დაცულნი არიან  ზიანისა და არასათანადო მოპყრობისაგან და მცველების მათ მიმართ დამოკიდებულება უკეთესია. 
„თავისუფლების აღკვეთის ადგილებში არასრულწლოვნების მიმართ მოპყრობა უკეთესია, თუმცა გამოწვევები კვლავ რჩება", - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. იუნისეფი მოუწოდებს მთავრობას, რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს ავჭალის არასრულწლოვანთა სპეციალური დაწესებულების სარემონტო სამუშაოები, რათა ამჟამად რუსთავის მე–17 საპყრობილეში მოთავსებული არასრულწლოვნები დაბრუნდნენ გაუმჯობესებულ გარემოში. იუნისეფი ასევე მოუწოდებს მთავრობას, მაქსიმალურად სწრაფად აღდგეს საგანმანათლებლო პროცესი თავისუფლების აღკვეთის ადგილებში მყოფი ყველა ახალგაზრდისათვის.
ორგანიზაცია არასრულწლოვანთა განთავსების ადგილებში დამოუკიდებელ მონიტორინგს 2012 წლის 25 სექტემბრიდან ახორციელებს. მონიტორინგის უმთავრესი მიზანია, შეამოწმოს იმყოფებიან  თუ არა ახალგაზრდები უსაფრთხო გარემოში და დაცულია თუ არა მათი ძირითადი უფლებები და არიან თუ არა ძალადობის, შეურაცხყოფისა და დამცირებისაგან დაზღვეული.  
სრულად
წყარო: unicef.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა  საქართველოში  (მაისი 2024-ივლისი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)