en
ge

„სოფლად სიღარიბის დაძლევის მოდელები“

აჭარა. 16 ნოემბერს, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტისა და ოქსფამის ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა თემაზე: „სოფლად სიღარიბის დაძლევის მოდელები". სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი, ეკონომიკური განვითარების პროგრამის ფარგლებში, ოქსფამის ფინანსური მხარდაჭერით, აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით, აღნიშნული პროექტი საქართველოს 2 რეგიონში (სამეგრელო, აჭარა) განხორციელდა და მის მიზანს სიღარიბის დაძლევის ხელშეწყობა წარმოადგენდა. 
წინასწარ შერჩეულ უკიდურეს სიღარიბეში მყოფ ოჯახებს გადაეცათ საწარმოო კაპიტალი, უტარდებოდათ თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობა მეკარტოფილეობაში, მებოსტნეობაში, მეცხოველეობასა და მეფუტკრეობაში. პარალელურად გაიცემოდა ინდივიდუალური კონსულტაციები და რჩევები. გამოყენებილი იქნა ეტაპობრივი თანამონაწილეობის პრინციპიც. 
შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო ამ ორგანიზაციების მიერ აპრობირებული სოფლად სიღარიბის დაძლევის მოდელი. გამოცდილების გაზიარების მიზნით, პროექტის აქტივობებსა და მოდელზე მომზადდა ფილმი, რომელიც ორგანიზატორებმა აჩვენეს შეხვედრაზე, რის შემდეგაც გაიმართა დისკუსია.
შეხვედრას ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების, რეგიონში მომუშავე საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და პროექტში ჩართული ბენეფიციარები.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)