en
ge

ჟესტური ენის შემსწავლელი ჯგუფის შეხვედრა

აჭარა. 27 მარტს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ახალგაზრდული ორგანიზაციის „ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის" ორგანიზებით, ჟესტური ენის შემსწავლელთა ჯგუფის რიგით მეორე შეხვედრა გაიმართა. აღნიშნულ შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა მარტივი კომუნიკაციისთვის საჭირო სიტყვების შესწავლასა და ჟესტური ენის გამოყენებით გაცნობითი დიალოგის წარმართვაზე. ჯგუფის დაფუძნების მიზანია _ სმენის შეზღუდვისა და სმენის არმქონე პირებთან კომუნიკაციის ხარისხის ამაღლება და ახალგაზრდების დაინტერესება ჟესტური ენით. აღნიშნული ჯგუფის ფუნქციონირებას ფინანსური მხარდაჭერით უზრუნველყოფს აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (ნოემბერი 2024 - იანვარი 2025)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (ნოემბერი 2024 - იანვარი 2025)