en
ge

ბავშვზე ორიენტირებული მართლმსაჯულება

თბილისი. იუსტიციის სამინისტრომ გაეროს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობით და ევროკავშირის პროექტის „სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემის მხარდაჭერა საქართველოში" ფარგლებში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი მოამზადა. რომლის მიზანია ლიბერალური გახადოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემა.
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ახალ კოდექსზე „ლიბერალი” ევროკავშირის პროექტის „სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემის მხარდაჭერა საქართველოში" პროექტის ხელმძღვანელს რენატე ვინტერს ესაუბრა. რენეტე ვინტერი მოსამართლე და გაეროს ბავშვთა უფლებების დაცვის კომიტეტის წევრია.
ნაწყვეტი ინტერვიუდან: „...ამგვარი კანონის მიღება საქართველოსთვის საერთაშორისო დონეზე ძალიან მნიშვნელოვანია. თანამედროვე კანონია. საერთაშორისო კანონმდებლობისა და ნორმების შესაბამისია. ერთი მხრივ, ეს კოდექსი ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსა და ევროკავშირს შორის დადებული ხელშეკრულებისთვის და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ის ხელს შეუწყობს საქართველოში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების განვითარებას. ეს კანონი ხელს უწყობს იმ მიდგომის დანერგვას, რომლის მიხედვითაც ბავშვი უნდა აღიქმებოდეს არა როგორც მართლმსაჯულების ობიექტი, არამედ სუბიქტი.
კანონი ხაზს უსვამს იმას, რომ ნებისმიერი ბავშვი - ბრალდებული, მოწმე, მსხვერპლი - პირველ რიგში ბავშვია.
ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი განსაკუთრებით სისხლის სამართლის სისტემაში და ამას უნდა ეფუძნებოდეს უშუალოდ მართლმსაჯულება.
როცა საქმე გვაქვს ბავშვთან და არა ზრდასრულთან გადაწყვეტილებაც ამის გათვალიწინებით უნდა მიიღონ. ამიტომ მიმაჩნია, რომ ეს კანონი ბავშვის ინტერესებზეა მორგებული..."
სრულად...
წყარო: liberali.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023